English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ მერაბ ხმალაძე
„დემოგრაფიულად მომაკვდავი“ სოფლები საქართველოში

საბჭოთა კავშირში მცხოვრები ერებიდა ქართველები ითვლებოდნენ ყველაზე დაბალმიგრირებად ერად.ქართველები ყველაზე ნაკლებად ცხოვრობდნენ თავისი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. კერძოდ,საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვა რესპუბლიკებში, 1959 წელს ცხოვრობდა ქართველების 3,4%, 1970 წელს - 3,5%, 1979 წელს -3,8%, ხოლო 1989 წელს - 4,9%. ყველაზე მეტი ქართველი საქართველოს გარეთ აღირიცხა  1989 წელს - 194 ათასი კაცი. ქართველების შემდეგ თავის ეროვნული ტერიტორიის გარეთ ყველაზე ნაკლები ცხოვრობდნენ ბალტიისპირელები - 6-8%. ზოგერთ ეროვნებებში აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო.  1989 წელს ტაჯიკებში ის აღწევდა 23,8%,  ხოლო მეზობელ  სომხებში - 38,9%.

       ქართველების და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის დაბალ მიგრაციულ მობილობას განაპირობებდა სოფლის მოსახლეობის დაბალი მიგრაციული მობილობა.  სოფლის მოსახლეობის ქალაქად ინტესიურ გადასვლას  მოჰყვა სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, ხოლო შედეგად გაჩნდა ახალი ნასოფლარები, გაუკაცრიელებული და მცირე სოფლები, შემცირდა დიდი სოფლების რიცხვი. ეს პროცესი გასაკუთრებით გაძლიერდა 1990-იანი წლების შემდეგ.

      წინამდებარე სტატია ეძღვნება აღნიშნული სოფლების შესწავლას საქართველოს და მისი რეგიონების მიხედვით. კვლევის საინფორმაციო ბაზას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები, ხოლო მეთოდოლოგიურ საფუძველს - კვლევის სტატისტიკური მეთოდები.

საკვანძო სიტყვები: ნასოფლარები, გაუკაცრიელებული, მცირე, დიდი სოფლები.

 

 

 

 

 

შესავალი

 

           ქართველების მშობლიურ მიწაზე დამაგრებაში დიდ როლს ასრულებდა და ახლაც ასრულებს  სოფელი და სოფლის მეურნეობის ხასიათი. როგორც ცნობილია, საქართველო არის მრავალწლიანი ნარგავების კლასიკური ქვეყანა, რომელიც განაპირობებდა მოსახლეობის დამაგრებას.  შესაბამისად, საქართველოში ტრადიციულად მაღალი იყო სოფლის მოსახლეობის  წილი.

           მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის ინტენსიური გადასვლა. არასწორი მიგრაციული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ხელს უწყობდა მთის მოსახლეობის ბარში გადმოსახლებას (ზოგჯერ გარკვეული ძალდატანებით და ცხოვრების გაუმჯობესების კეთილშობილური მიზნით), პრაქტიკულად დაიცალა მთა. გაჩნდა მრავალი ნასოფლარი და გაუკაცრიელდა მრავალი სოფელი. აღნიშნული პრობლემა უფრო გამწვავდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. გაჩნდა კიდევ მრავალი ნასოფლარი და გაუკაცრიელებული სოფელი, გაიზარდა მცირე სოფლების რიცხვი, მკვეთრად შემცირდა დიდი სოფლების რიცხვი და საერთოდ სოფლის მოსახლეობა. საკმარისია აღინიშნოს, რომ 2002-2014 წლების აღწერების მიხედვით, საქართველოს სოფლის მოსახლეობა შემცირდა 148,5 ათასით, ე.ი. 8,5%-ით.

            ქართული სოფლის  პრობლემა ყოველთვის იყო ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ მისი სტატისტიკურდემოგრაფიული ანალიზი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვ.ჯაოშვილის მიერ საბჭოთამდელი სოფლის დასახლებული პუნქტების  ეკონომ-გეოგრაფიულ შესწავლას [ჯაოშვილი, 1996], ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არ შეგვხვედრია.

           აღნიშნული საკითხის კვლევას ეძღვნება წინამდებარე სტატია ,თუმცა პრობლემა გაცილებით  მრავალწახნაგიანია და მოითხოვს კომპლექსურ შესწავლას.

 

ნასოფლარების სტატისტიკა

 

სიტყვა ნასოფლარი ქართულ ენაში გაჩნდა საქართველოში მურვან ყრუს სარდლობით არაბთა შემოსევის შემდეგ (ასევე ნაქალაქარი, ნავენახარი, ნასახლარი და სხვა). ესენია სოფლები, რომლებიც აღარ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ სახელები, ან მათ ადგილზე დარჩენილია მხოლოდ სოფლის  ნაშთები.სულ რამდენი ნასოფლარია საქართველოში ისტორიულად, ძნელი დასადგენია, მაგრამ   მოსახლეობის აღწერები უკანასკნელ ათწლეულებში ამის საშუალებას იძლევა. მოვიყვანოთ მონაცემები: 1970 წელს საქართველოში აღირიცხა 4645 სოფლის დასახლებული პუნქტი, 2002 წელს - 3 668, 2014 წელს - 3 633. აქედან ჩანს, რომ 1970-2002 წლებში  აღარ აღირიცხა 977 სოფელი (4 645-3 668). თუ გავითვალისწინებთ,რომ ამ 977 სოფლიდან აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა  852 სოფელი, რომელიც აღწერაში ვერ მოხვდა, მივიღებთ, რომ 1970- 2002 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ  აღირიცხა 125   სოფელი  (977-852) , ე.ი საქაროსთველოს „სტატისტიკური რუკიდან“ გაქრა 125 სოფელი, რაც ნიშნავს, რომ ამ წლებში საქართველოში გაჩნდა 125 ნასოფლარი.

2002-2014 წლებში გაჩნდა კიდევ 121 ნასოფლარი, მაგრამ შეიქმნა 86 ახალი სოფელი.საქართველოს რეგიონების ერთ ნაწილში გაჩნდა ახალი ნასოფლარები, ხოლო მეორე ნაწილში-ახალი სოფლები.

2002-2014 წლებში გაჩენილინასოფლარებდან:  აჭარაზე მოდის 11,  იმერეთზე - 8, მცხეთა-მთიანეთზე - 87, ქართლზე - 15, სულ 121 სოფელი. იმავდროულად, კახეთს მოემატა 53 სოფელი, რაჭა-ლეჩხუმს - 1, სამეგრელო ზემო-სვანეთს - 33, სამცხე-ჯავახეთს - 1, თბილისის მუნიციპალიტეტს - 21[1], სულ მოემატა 109 სოფელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2002 წელს აფხაზეთის ა/რესპუბლიკაში აღიწერა 23 სოფელი, რომელიც 2014 წლის აღწერაში აღარ გვხვდება ( ესაა 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული კოდორის ხეობის სოფლები), მაშინ  2002-2014 წლების აღწერით მომატებულ 109 სოფელს უნდა გამოვაკლოთ კოდორის ხეობის 23 სოფელი და მივიღებთ, რომ 2002-2014 წლებში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას  მოემატა 86 ახალი სოფელი.

შესაბამისად, 2002-2014 წლებში საქართველოში გაჩნდა 121 ნასოფლარი, შეიქმნა ახალი 86 სოფელი (როგორც ჩანს, დევნილი მოსახლეობის და ეკომიგრანტების სხვადასხვა ადგილას ჩასახლებით), რის შედეგადაც მივიღეთ, რომ 2002-2014 წლებში სოფლების რიცხვი საქართველოში შემცირებულია 35-ით. მაგრამ აღნიშნული რიცხვი არის 121 ნასოფლარად ქცეული და 86 ახალი სოფლების რიცხვის ბალანსი: 121-86=35.

 

გაუკაცრიელებული სოფლები

გაუკაცრიელებულია სოფლები, რომლებშიც აღარავინ ცხოვრობს (იხ.ცხრილი 1 და 2). ასეთი სოფლების რიცხვი საქართველოში 2002-2014 წლებში162-დან 223-მდე, ე.ი. 140,0%-ით გაიზარდა  (გაუკაცრიელებული, 0 მცხოვრებით სოფლების რიცხვი, 1970,1979 და 1989 წლების აღწერების მასალებში არ ფიქსირდება). ყველაზე დიდი რაოდენობით გაუკაცრიელებული სოფლები გვხვდება მცხეთა-მთიანეთში. აქ ასეთი სოფლები 2002 წელს იყო 63, ხოლო 2014 წელს მათი რიცხვი გაიზარდა 75-მდე. აღნიშნული სოფლები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: დუშეთი - 40, თიანეთი - 10, ყაზბეგი - 25.

 

გაუკაცრიელებული(0 მცხოვრებით) და მცირე სოფლები საქართველოში მოსახლეობის   2002 წლის აღწერით, რეგიონების მიხედვით

 ცხრილი 1

 

 

სულ

სოფლები

მათგან მცხოვრებთა რიცხვი

 

0

 

1-5

 

6-10

 

11-25

საქართველო: სოფლები

მოსახლეობა

აჭარა: სოფლები

მოსახლეობა

გურია: სოფლები

მოსახლეობა

იმერეთი: სოფლები

მოსახლეობა

კახეთი: სოფლები

მოსახლეობა

მცხეთა-მთიანეთი: სოფლები

მოსახლეობა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: სოფლები

მოსახლეობა

სამეგრელო ზემო სვანეთი: სოფლები

მოსახლეობა

სამცხე-ჯავახეთი: სოფლები

მოსახლეობა

ქვემო ქართლი: სოფლები

მოსახლეობა

შიდა ქართლი: სოფლები

მოსახლეობა

3 668

2 086 739

333

209 618

186

105 826

544

375 874

280

322 355

567

93 299

 

250

41 382

488

282 967

258

142 063

348

311 025

390

200 727

162

-

2

-

-

-

3

-

6

-

63

-

 

-

-

22

-

10

-

15

-

41

-

74

203

-

-

-

-

2

6

3

5

54

144

 

7

23

1

3

0

-

-

-

7

22

78

623

1

8

2

18

1

7

4

32

43

355

 

5

41

7

55

1

6

3

29

8

67

169

2 863

-

-

-

-

7

131

14

244

82

1 310

 

17

322

14

233

2

33

16

263

16

318

წყარო: Geostat

გაუკაცრიელებული სოფლების რიცხვით მეორე ადგილზეა ქვემო და შიდა ქართლი, სადაც ეს სოფლები 2014 წელს შეადგენს 57 (2002 წ - 56). მუნიციპალიტეტების მიხედვით სოფლები შემდეგნაირად ნაწილდება: თეთრი-წყარო - 13, გორი - 21, ქარელი - 8, კასპი - 3, ხაშური - 12.

 

 

 

 

 

 

 

 

გაუკაცრიელებული(0 მცხოვრებით) და მცირე სოფლები საქართველოში მოსახლეობის   2014 წლის აღწერით რეგიონების მიხედვით

ცხრილი 2

 

 

სულ

სოფლები

მათგან მცხოვრებთა რიცხვი

 

0

 

1-5

 

6-10

 

11-25

საქართველო: სოფლები

მოსახლეობა

აჭარა: სოფლები

მოსახლეობა

გურია: სოფლები

მოსახლეობა

იმერეთი: სოფლები

მოსახლეობა

კახეთი: სოფლები

მოსახლეობა

მცხეთა-მთიანეთი: სოფლები

მოსახლეობა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:                                                                    სოფლები

მოსახლეობა

სამეგრელო ზემო სვანეთი: სოფლები

მოსახლეობა

სამცხე-ჯავახეთი: სოფლები

მოსახლეობა

ქვემო ქართლი: სოფლები

მოსახლეობა

შიდა ქართლი: სოფლები

მოსახლეობა

3 633

1 591 181

322

149 179

186

81 446

536

275 396

333

247 057

480

73 314

 

251

25 119

521

201 370

259

105 841

351

243 868

373

158 171

223

0

3

0

-

-

8

0

53

0

75

0

 

10

0

7

0

10

0

13

0

44

0

157

412

4

11

1

1

5

13

6

12

72

178

 

16

48

20

68

3

5

10

29

18

40

98

776

2

14

-

-

3

24

3

23

39

320

 

11

88

17

131

-

-

9

67

11

82

221

3 915

4

76

1

85

17

296

6

94

75

1368

 

27

493

40

673

2

34

17

293

22

372

წყარო: Geostat

გაუკაცრიელებული სოფლები დიდი რაოდენობითაა ასევე კახეთში. ამასთან, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით კახეთში ამ სოფლების რიცხოვნობის მეტად სწრაფი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, 6-დან 2002 წელს 53-მდე 2014 წელს. 53 სოფლიდან დან 51 მოდის ახმეტის მუნიციპალიტეტზე.

 მოსახლეობისგან დაცლილი სოფლები ყველაზე მეტია: მცხეთა-მთიანეთში - სოფლების 15,6%,  შიდა ქართლში -11,8%, კახეთში - 15,9%.

შედარებით მცირე რაოდენობით გაუკაცრიელებული სოფლებია: აჭარაში - 3, იმერეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმში - 10, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 7, სამცხე ჯავახეთში - 10.

 

 

 

 მცირე სოფლები

მცირე სოფლებს მივაკუთვნეთ სოფლები 1-დან 25 კაცამდე. თუ განვიხილავთ მცირე სოფლებს მათში მცხოვრებთა რიცხვის მიხედვით, აღმოჩნდება შემდეგი: 2002 წელს 1-5 კაციან სოფელში საშუალოდ ცხოვრობდა 2,7 კაცი, 2014 წელს - 2,6; 6-10 მცხოვრებით სოფლებში საშუალოდ ცხოვრობდა 2002 წელს 8 კაცი, 2014 წელს - 8 კაცი; 11-25 კაციან სოფელში 2002 წელს ცხოვრობდა საშუალოდ 16,9 კაცი, ხოლო 2014 წელს - 17,7 კაცი.

 2002 წელს საქართველოში აღირიცხა 321 მცირე სოფელი, რომელშიც ცხოვრობდა 3 689 კაცი, ე.ი. საშუალოდ სოფელში - 11,5 კაცი. 2014 წელს აღირიცხა 476 მცირე სოფელი 5 103 მცხოვრებით, ე.ი. საშუალოდ 10,7 მცხოვრებით ერთ სოფელში. მცირე სოფლების რიცხვის ზრდა 2002-2014 წლებში გამოიწვია მცირეზე მეტი რიცხოვნობის მქონე სოფლების მოსახლეობის შემცირებამ, რის გამოც ისინი 2014 წელს აღირიცხნენ მცირე სოფლების კატეგორიაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წელს შინამეურნეობის საშუალო სიდიდე ტოლი იყო 3,4-ის, მაშინ აღმოჩნდება, რომ ყველაზე ,,დიდ“ 25 კაციან სოფელში საშუალოდ იყო 7,4 შინამეურნეობა, ხოლო მცირე სოფელში – საშუალოდ 3 შინამეურნეობა. ცხადია, რომ ასეთ სოფლებს პერსპექტივა არა აქვთ, რადგან ბუნებრივი გამრავლების გზით ისინი არსებობას ვერ შეინარჩუნებენ და მომავალში გაუკაცრიელებული სოფლების სიაში აღმოჩნდებიან.

მცირე სოფლების საშუალო ხალხმრავლობა 2002-2014 წლებში მნიშვნელოვნად იკლებს(იხ.: ცხრილი 3)

სოფლების საშუალო ხალხმრავლობა საქართველოში 2002-2014 წლები

(მცხოვრებთა რიცხვი)

ცხრილი 3

 

საქართველო სულ

მცირე სოფლები

2002

2014

2002

2014

 საქართველო სულ

აჭარა

გურია

იმერეთი

კახეთი

მცხეთა-მთიანეთი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

სამეგრელო ზემო სვანეთი

სამცხე-ჯავახეთი

ქვემო ქართლი

შიდა ქართლი

569

629

569

691

1151

165

 

166

580

551

893

513

438

463

437

514

742

153

 

100

383

409

695

424

11,5

-

-

14,4

13,4

10,0

 

13,3

13,2

13,0

15,4

13,1

10,7

10,1

17,2

13,3

8,6

10,0

 

11,6

11,3

7,8

10,8

9,7

წყარო:  გაანგარიშებულია 1, 2  ცხრილების მონაცემებზე დაყრდნობით

ორი აღწერის პერიოდში შემცირდა სოფლების საშუალო ხალხმრავლობა როგორც საქართველოში, ისე მის ყველა რეგიონში. ყველაზე ხალხმრავალი სოფლებია კახეთში, ყველაზე ნაკლებად ხალხმრავალი სოფლები- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

 ყველაზე მეტი მცირე სოფელი 2014 წელს აღირიცხა მცხეთა-მთიანეთში - 186, ყველაზე ნაკლები - 5, გურიასა და 5 სამცხე-ჯავახეთში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აჭარაში 2002 წელს იყო 1 მცირე სოფელი, 2014 წელს - უკვე 10, ხოლო გურიაში შესაბამისად - 2 და 5. მცირე სოფლების რიცხვის ზრდის პარალელურად როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში, მცირდება მცირე სოფლების საშუალო ხალხმრავლობა.

  დიდი სოფლები

 

საქართველოში მცირე სოფლებთან ერთად იკლებს დიდი სოფლების რიცხვიც. დიდად  ითვლება სოფლები 5 000-ზე მეტი მცხოვრებით. 1926 წლის აღწერით საქართველოში იყო 2 დიდი სოფელი, 1959 წელს - 12, 1970 წელს-15, 1989 წელს - 21, [ჯაოშვილი, 1996, გვ.373]  2002 წელს- 28 და 2014 წელს – 12.

 

რეგიონების მიხედვით დიდი სოფლების რაოდენობა

                                                          

                                            2002 წ.                 2014 წ.

 

საქართველო                             28                         12

თბილისი                                    -                         1 

იმერეთი                                    3                          2 

კახეთი                                      8                           -  

მცხეთა-მთიანეთი                       2                           2   

სამეგრელო ზემო-სვანეთი            3                           - 

ქვემო ქართლი                           11                         5       

შიდა ქართლი                            1                           2

 

აღსანიშნავია, რომ 2002-2014 წლების აღწერების პერიოდში, თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოექცა სოფ.დიღომი 7,5 ათასი მცხოვრებით (მოსახლეობის 2014 წლის აღწერით).

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტების მიხედვით დიდი სოფლების რიცხვი

შემდეგნაირად ნაწილდება:

 

 

2002

2014

საქართველო

თბილისი

იმერეთი                                    

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი                         კახეთი                                                      

ახმეტის მუნიციპალიტეტი                              გურჯაანის მუნიციპალიტეტი                          თელავის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი                                                

ყვარლის მუნიციპალიტეტი                                              

მცხეთა-მთიანეთი                 

მცხეთის მუნიციპალიტეტი                                 

სამეგრელო ზემო-სვანეთი             

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი                    

ქვემო ქართლი                               

ბოლნისის მუნიციპალიტეტი                                

გარდაბნის მუნიციპალიტეტი                              

მარნეულის მუნიციპალიტეტი                             

შიდა ქართლი                                  

გორის მუნიციპალიტეტი                                       

ქარელის მუნიციპალიტეტი

28

-

3

3

8

1

3

1

1

2

2

2

3

3

11

2

6

3

1

-

1

12

1

2

2

-

-

-

-

-

-

2

2

-

-

5

1

2

2

2

1

1

შედგენილია ავტორის მიერ

დასასრულ, ინტერესსმოკლებული არ იქნება მოვიყვანოთ XIX  საუკუნის მონაცემები თბილისის გუბერნიის სოფლების რიცხოვნობის და მათი ხალხმრავლობის შესახებ. ეს მონაცემები უნიკალურია, რამდენადაც შედგენილია 141 წლის წინ და ეკუთვნის 1880 წელს. (Сборник сведений о Кавказе, 1885, 413-437).   

ამ წყაროს თანახმად,  მაზრების მიხედვით, თბილისის გუბერნიაში აღირიცხა 600-მდე სოფელი, რომელთაგანაც მხოლოდ ორში ცხოვრობდა 100-ზე ნაკლები ადამიანი. ესენია თბილისის მაზრის სოფლები: ყარაიაზი 54 მცხოვრებით და ანთოკი 19 მცხოვრებით. მხოლოდ სამი სოფელია ისეთი, რომელშიც ცხოვრობდა 200-ზე ნაკლები ადამიანი: ტურისციხე -159 ადამიანით, ალავერდი -121 ადამიანით და მარნეული -175 ადამიანით. დანარჩენი სოფლები  მათზე ხალხმრავალია.

რამდენადაც 600 სოფლის დაჯგუფება სიდიდის და მოსახლეობის მიხედვით, პიროვნულად პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ დავთვალეთ მხოლოდ დიდი სოფლები, რომლებსაც მივაკუთვნეთ სოფლები 2 000 და მეტი მცხოვრებით. ასეთი სოფელი აღმოჩნდა 50 (სოფლების 8,3 %). ამ 50 სოფლიდან სიღნაღის მაზრას ეკუთვნოდა 12 სოფელი. სიღნაღის მაზრის ამ 12 სოფლიდან 3-ში ცხოვრობდა 2-დან 3 ათასამდე ადამიანი, 7-ში 3-დან 4 ათასამდე, ხოლო 2-ში 4 ათასი და მეტი ადამიანი. თბილისის გუბერნიაში სიღნაღის მაზრის გარდა დანარჩენ მაზრებში იყო 3 სოფელი 4 ათასი და მეტი ადამიანით. ერთ-ერთ მაზრაში აღრიცხულ ორ სოფელში - ფარხალში და კელიარში იყო 7 ათასი ადამიანი (შეიძლება ორი სახელი ერთ სოფელს ჰქონდა. ასეთი სოფლები დღესაც გვხვდება საქართველოში).

მოყვანილი მონაცემების შემდეგ ძნელი არ უნდა იყოს მაშინდელი და დღევანდელი სოფლების ხალხმრავლობის შედარება მათი დროში დაშორების გათვალისწინებით და შესაბამისი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ გამეჩხერდა ქართული სოფელი.საკმარისია იმის ჩვენება, რომ ჩვენი გაანგარიშებით, თბილისის გუბერნიის სოფლის საშუალო ხალხმრავლობა 1880 წელს შეადგენდა 874–ს, ხოლო მთლიანად საქართველოში-2014 წელს - 438-ს,  ე.ი. 2-ჯერ ნაკლებს.

დასკვნა

 

           სოფლების რაოდენობის და მათი მოსახლეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გვაძლევს მოსახლეობის აღწერები, რაც აფიქსირებს აღწერებს შორის მომხდარ ცვლილებებს. ჩვენ მიერ განხილული სოფლების კატეგორიებიდან ყველაზე უიმედოდ გამოიყურება ნასოფლარები, უიმედოდ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათი აღორძინება ოდესმე.

        სოფლების გადაქცევა ნასოფლარებად  დაჩქარდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც დაიწყო სოფლის მოსახლეობის ინტენსიური გადასვლა საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში.  1970-2002 წლებში საქართველოს „სტატისტიკური რუკიდან“ გაქრა 125 სოფელი, ხოლო 2002-2014 წლებში-121. ამ 121 ნასოფლარიდან აჭარაზე მოდის 11, იმერეთზე-8, მცხეთა-მთიანეთზე-87, ქართლზე-15.

         2002-2014 წლებში   გაუკაცრიელებული (0 მცხოვრებით) სოფლების რიცხვი 162-დან გაიზარდა 223-მდე. ასეთი სოფლები ყველაზე მეტი - 75, გვხვდება მცხეთა- მთიანეთში(მათ შორის: დუშეთის მუნიციპალიტეტში-40, ყაზბეგში-25, თიანეთში-10), კახეთში - 53, რომელთაგან 51 მოდის ახმეტის მუნიციპალიტეტზე.გაუკაცრიელებული სოფლები შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება აჭარაში-3, რაჭა-ლეჩხუმში-10, სამეგრელო ზემო სვანეთში-7, სამცხე -ჯავახეთში-10.

           სავალალოა მცირე სოფლების მდგომარეობაც. მცირე სოფლებს მივაკუთვნეთ სოფლები 1დან 25 მცხოვრებამდე. პერსპექტივაში აღნიშნულ სოფლებს ემუქრება ჯერ გაუკაცრიელება, შემდეგ ნასოფლარებად ქცევა.მოსახლეობის 2002 წლის აღწერით საქართველოში აღირიცხა 321 მცირე სოფელი, რომელშიც ცხოვრობდა 3689 კაცი, ე.ი. საშუალოდ სოფელში-11,5 ადამიანი. 2014 წლის აღწერით უკვე აღირიცხა 476 მცირე სოფელი 5103 მცხოვრებით, ე.ი. ერთ სოფელზე საშუალოდ მოდიოდა 10,7 კაცი. ორ აღწერას შორის მცირე სოფლების რიცხვის ზრდა გამოიწვია მცირეზე დიდი სოფლების მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებამ, რის გამოც ისინი გადავიდნენ მცირე სოფლების  კატეგორიაში. თუ გავითვალისწინებთ,რომ 2014 წელს შინამეურნეობის საშუალო სიდიდე საქართველოში ტოლი იყო 3,4 მცხოვრების, მაშინ აღმოჩნდება, რომ საშუალოდ მცირე სოფელში იყო 3 შინამეურნეობა. ცხადია,რომ ასეთ სოფლებს პერსპექტივა არა აქვთ, რადგან ბუნებრივი გამრავლების გზით ისინი არსებობას ვერ შეინარჩუნებენ და მომავალში გაუკაცრიელებული სოფლების სიაში აღმოჩნდებიან. ყველაზე მეტი რაოდენობის მცირე სოფლები გვხვდება მცხეთა-მთიანეთში-186, ყველაზე ნაკლები გურიასა და სამცხე ჯავახეთში, თითოეულში 5 სოფელი.

              ქართული სოფლის სავალალო მდგომარეობა უფრო ნათლად ჩანს ისტორიული გადასახედიდან. ჩვენ მიერ მიკვლეული სტატისტიკურ-დემოგრაფიული მასალებით,, 1880 წლისათვის თბილისის გუბერნიის 600 სოფლიდან მხოლოდ ორში ცხოვრობდა  100-ზე ნაკლები და სამ სოფელში კი 200-ზე ნაკლები კაცი. ყველა დანარჩენი მათზე მრავალრიცხოვანი იყო. შედარებისთვის: 1880 წელს თბილისის გუბერნიის სოფლის საშუალო  ხალხმრავლობა შეადგენდა 874 ადამიანს, ხოლო 2014 წელს მთლიანად საქართველოსი-438-ს, ე.ი. 2-ჯერ ნაკლებს.

            უკეთეს მდგომარეობაში არ იმყოფება დიდი, 5000-ზე მეტი მცხოვრებით სოფლები. 2002-2014 წლებში მათი რიცხვი 28-დან 12-მდე შემცირდა.

 

ლიტერატურა:

  • საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები  (2003).  ტომი I, თბილისი.
  • ჯაოშვილი ვ. (1996).საქართველოს მოსახლეობა. თბილისი
  • Юбилейный Статистический Ежегодник (1977). Народное хозяйство Грузинской ССР. Тбилиси
  • Сборник сведений о Кавказе (1885). Т. IX, Тифлис,  c. 413-43.
  • Geostat.ge

 

References:

  • Jaoshvili V. (1996). Population of Georgia. Tb.
  • Sakartvelos mosakhleobis 2002 tslis pirveli erovnuli saqoveltao aghtseris shedegebi. (2003.)  tomi I, tbilisi. [Results of the First National Census of Georgia in 2002, (2003). Volume I, Tbilisi.]
  • Yubileynyy Statisticheskiy Yezhegodnik, (1977). Narodnoye khozyaystvo Gruzinskoy SSR Tb., [Anniversary Statistical Yearbook, (1977.) National economy of the Georgian SSR. Tbilisi.] (in Russian)
  •  Sbornik svedenii o Kavkaze (1885). c. [Collection of Information about the Caucasus, (1885.) T. IX, pp.413-43, Tiflis.] (in Russian)
  • Geostat.ge


[1]2002 წლის აღწერით თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შედიოდა 1 სოფელი 147 მცხოვრებით, ხოლო 2014 წლის აღწერით – 22 სოფელი 30 420 მცხოვრებით.